воскресенье, 23 апреля 2017 г.

ინტელის პროექტის შემაჯამებელი რეფლექსია


ინტელის პროექტის შემაჯამებელი რეფლექსია



          ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. გავეცანით რვა მოდულს. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.             გავეცანითკომპიუტერული ტექნოლოგიები როგორ დაგვეხმარება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში,როგორ შეიძლება ტექნილოგიების გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა შესაფასებლად.
       პროექტებით სწავლების პერიოდში გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, როგორ მოვამზადოთ და გამოვცეთ სტადია პროექტის შესაბამის თემაზე. პროექტის დაგეგმვისათვის შევიმუშავე შესაბამისი სტანდარტი, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, მოვახდინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,შევადგინე შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისათვის, განვსაზღვრე დრო პროექტზე მუშაობისათვის. განვიხილეთ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა უკუკავშირი. შევისწავლეთ რომ სტანდარტის შედეგების მისაღწევად საჭიროა იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა, გამოყენება, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნა, ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის,კომუნიკაციისა და თნამშრომლობისთვის, მოვახდინეთ სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად. მოვახდინეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის ნიმუშის დემონსტრირება. შევადგინეთ მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმები.
        განვიხილეთ მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე, ამ მოდულის შესწავლის დროს ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებზე. შევქმენით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშეწყობის შეფასების ფორმები, დამატებითი დამხმარე მასალები. შევისწავლეთ როგორ შეიძლება შევცვალოთ პროექტის გეგმა სხვადსხვა დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.

        განვიხილეთ კითხვის დასმის სტრატეგიები, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, როგორ შევქმნათ დამხმარე მასალები, მათი განხორციელების სტრატეგიები. შევადგინეთ პროექტის კითხვარი. ყველა შექმნილი მასალა განვათავსეთ დრაივზე.  ბოლოს შევისწავლეთ როგორ მოვამზადოთ პროექტი წარსადგენად. გავაკეთეთ პრეზენტაცი ასევე მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაცია. გავაკეთეთ კომენტარები  



суббота, 22 апреля 2017 г.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მერვე დღის რეფლექსია



ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა დრაივზე და გაზიარება. 
ჩემი  ნამუშევრები ავტვირთთე დრაივზე და გავიზიარე ბლოგზე.   ვიმუშავეთ  ბლოგზე პრეზენტაციებისა და ვიდეოების  ჩაშენების ხერხებზე; Youtube-დან  ბლოგზე ვიდეოს შემოტანაზე, ბლოგზე ჩანართების ჩასმაზე, დიზაინის ცვლილებებზე, გავეცანით ბლოგის სტრუქრურას. ასევე - სასწავლო მასალის მეოთხე მოდულს:მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს, ვიმსჯელეთ მოსწავლეთა პერსპექტივიდან დანახულ  სასწავლო პროექტებზე.  

პროექტის კითხვარი

воскресенье, 2 апреля 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია



დავგეგმეთ მოსწავლის  სავარაუდო ნამუშევარი , ისე რომ იგი შესაბამისობაში ყოფილიყო პროექტის გეგმასთან შევადგინეთ სლაიდ შოუ.

суббота, 1 апреля 2017 г.

მეოთხე დღე




მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასებები.რაც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია პროექტებით სწავლების დროს, შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმები, შევისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, პორტფოლიოს შექმნა და ბლოგზე გადატანა.